რით ამტკიცებს შსს, რომ იარაღი უჭირავს, სროლის ხმა არ არის - ენმ მკოიანის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მათი წევრის, არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკისა და მისი დაკავებისას პოლიტიკური დევნის გაგრძელებას უკავშირებს. პარტიაში ამბობენ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოთი შეუძლებელია დაზუსტება ისროლა თუ არა მკოიანმა.

"იმ კადრებში რასაც ავრცელებენ, თუ ეს პიროვნებაა, ან რით ამტკიცებენ რომ იარაღი უჭირავს მას ხელში, ან იქ ხმაური ისმის და საერთოდ სროლის ხმა არ არის, განცხადებაშია ნათქვამი, რომ თურმე უსვრია პოლიციის მანქანისთვის. ეს არის ახლა აბსურდული რაღაც შეთხზული სქემა, რომლითაც ცდილობენ, რომ თავი გამოიყვანონ ამ პროცესიდან. მთავარი არის ერთი რამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა ამ ოჯახის მიმართ, არტურ მკოიანის ოჯახის მიმართ პოლიტიკური დევნა, ეს დაიწყო 2021 წელს, როდესაც ის იყო საკრებულოს სიის ჩვენი წარმომადგენელი ენმ-ს სიის წევრი და მასზე მუდმივად მიმდინარეობდა, არა მარტო მასზე, მის მეუღლეზე, მის ოჯახზე მიმდინარეობდა ზეწოლა", - ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი.

ოჯახი იურისტებთან კონსულტაციების გადის და აპირებს, რომ საჩივრით პროკურატურას მიმართოს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი