
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ რეფერენდუმი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაცხადოს. პოტენციური რეგიონები, სადაც შეიძლება ჩატარდეს "რეფერენდუმი", არის ხერსონი და ზაპოროჟიე, დონეცკსა და ლუგანსკთან ერთად.
„შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის კონტროლის ნებისმიერი მცდელობა ჩაითვლება არალეგიტიმურად“, - თქვა კირბიმ.
მისივე თქმით, აქვს აშშ-ს ინფორმაცია, "რეფერენდუმზე" დაბალი აქტივობა იქნება, რის გამოც რუსი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან.