უკრაინა პუტინის გასამართლებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირები მომავალი წლისთვის აპირებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი უმაღლესი სამხედრო მეთაურების გასამართლებას ომის დაწყების გამო.

სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის გეგმას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანდრიი სმირნოვი უხელმძღვანელებს. ტრიბუნალი რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულს გამოიძიებს.

ეს სასამართლო არის "ერთადერთი გზა, რათა დავრწმუნდეთ, რომ დამნაშავეები, რომლებმაც დაიწყეს უკრაინის ომი, სწრაფად აგებენ პასუხს", - განუცხადა სმირნოვმა AFP-ს.

მისივე თქმით, ტრიბუნალი ემსახრება იმასაც, რომ ამ ადამიანებს კრიმინალების იარლიყი მიენიჭოს და მათ აღარ შეეძლოთ ცივილიზებულ სამყაროში მოგზაურობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი