
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მოსკოვი მზადაა საჭირო დახმარება გაუწიოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტში.
შოიგუმ ამ თემაზე ფრანგ კოლეგასათან ისაუბრა.
აშშ-ს პრეზიდენტმა და დასავლელმა ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქარხანაში გაეროს დამკვირვებლის ვიზიტის აუცილებლობა. ეს მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე დაბომბვებმა ბირთვული კატასტროფის საფრთხე გაზარდა.
ქარხანაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს დამოუკიდებელი წვდომა არ აქვთ. ზაპოროჟიეს სადგური მარტიდან რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, რაც შეუძლებელს ხდის იმის გადამოწმებას, თუ რა ხდება იქ.