
ოკუპირებულ მარიუპოლში სკოლის შენობა იწვის, ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსებსაც მოედო, - ინფორმაციას
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხზე ავრცელებს.
მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოკუპანტები ცეცხლის ჩაქრობას არ ჩქარობენ.
"საოკუპაციო ხელისუფლება პრობლემას უგულებელყოფს. შეწყვიტეთ ხალხის დაცინვა! გაგზავნეთ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის გადასარჩენად", - თქვა პეტრ ანდრიუშენკომ.