
უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია ის. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ბოლო სამი დღე, რომელიც სავსეა მოვლენებით ჟანკოიდან ყველა აეროპორტამდე, სადაც უკრაინელმა პარტიზანებმა მიაღწიეს, დიდ იმედს გვაძლევს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა უკვე წააგო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მოგვიგია", - თქვა მან.
იუშჩენკოს თქმით, უკრაინელებმა უკვე აჩევნეს მსოფლიოს, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა.
ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით "გადაიხედება უფრო დიდი მობილიზაციის, უკრაინის უფრო სწრაფი და ხელშესახები დახმარების წერტილისკენ".