
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას. უკრაინული მედიის ინფორმაციით საოკუპაციო ძალებმა სახიფათო ობიექტის მიმდებარე ტყის მასივში ხანძარი გააჩინეს. მიზანი ბირთვულ ტერორთან ერთად კვამლის ფონზე სამხედრო ბაზად ქცეული ატომური ობიექტიდან სამხედრო დანაყოფების ფარული გამოყვანაა მიმდებარე დასახლებების დასაბომბად.
ენერგოდარი, რომელშიც ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს - ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ათასობით ადამიანი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 6-თვიანი ომის შემდეგ პუტინის განკარგულებით კრემლი საოკუპაციო ჯარს ზრდის. ცოცხალი ძალის ტოტალური დეფიციტის ფონზე ოკუპანტი ქვეყანა ომში ჩართვას აიძულებს ყველას, ვისაც თუნდაც იარაღის ჭერა შეუძლია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი