ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკი სოცილურ ქსელში წერს, რომ ბაიდენს უკრაინელი ხალხის მიმართ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრისას ომის დანაშაულებისთვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა განიხილეს.

"მადლობა გადავუხადე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც უსაფრთხოების, ასევე ფინანსურ სფეროში. განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები აგრესორზე გამარჯვების გზაზე და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა“, -  წერს ზელენსკი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი