
რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეა სამინისტროში პაპ ფრანცისკეს გამოსვლის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და წმინდა საყდრის ნუნციო უწყებაში დაიბარეს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.
განცხადება თავად დმიტრო კულებამ გააკეთა, იტალიელ კოლეგასთან, ლუიჯი დი მაიოსთან ერთად, კიევში გამართული პრესკონფერენციზე:
"გულწრფელად ვიტყვი, რომ გული დაგვწყვიტა რომის პაპის სიტყვებმა. ეს იყო უსამართლობა", - ამბობს კულება.
"მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან" - თქვა რომის პაპმა 24 აგვისტოს.
პუტინის პროპაგანდისტისა და რუპორის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვის გარეუბანში 20 აგვისტოს ღამეს, თავისივე მანქანაში ააფეთქეს.