
გერმანულ Mercedes-Benz-ს სურს თავისი მანქანების ამწყობი ქარხანა, მოსკოვის რეგიონში, გაყიდოს. ინფორმაციას "კომერსანტი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისინი ამბობენ, რომ გარიგება დასკვნით ეტაპზეა.
"ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტზე ესიპოვში, მოსკოვის მახლობლად, რომელიც ეკუთვნის Mercedes-Benz Manufacturing Rus-ს, სადაც Daimler KamAZ Rus JV ფლობს 20%-ს", - ამბობს წყარო.
წყაროს თქმით, მყიდველი რუსი დილერი იქნება, მაგრამ "მერსედესთან" გარკვეული "დოკუმენტური პრობლემებია".
გამოცემის წყარო უძრავი ქონების ბაზარზე ამბობს, რომ ქარხანაზე პრეტენზიას აცხადებს Avtodom, ხოლო მოლაპარაკებებში მონაწილეობს მოსკოვის რეგიონის განვითარების კორპორაცია.
Mercedes-Benz-ის რუსეთის ოფისში განაცხადეს, რომ კომპანია "რუსეთში ბიზნესის კეთების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს".
ივლისში ცნობილი გახდა, რომ Mercedes-Benz აპირებს გაყიდოს რუსეთის ფედერაციაში ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორის, Mercedes-Benz Rus-ის კუთვნილი ქონება, ასევე, შესაძლოა, დისტრიბუტორის უფლებებიც.