
ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ კადიევკაში უკრაინელმა მებრძოლებმა 200 რუსი მედესანტე გაანადგურეს სასტუმრო "დონბასში" ოკუპანტების ბაზაზე დარტყმის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსმა, სეგეი გაიდაიმ გაავრცელა.
"მინუს 200 რუსული საჰაერო სადესანტო ჯარისკაცი: კადეევკაში „გაფრინდნენ“ სასტუმროში, სადაც ოკუპანტები 2014 წლიდან იმყოფებოდნენ.
ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ კადიევკაში (სტახანოვი) უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რაშისტების ბაზა, რომელიც მათ სასტუმრო "დონბასში" დააარსეს, ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის 200 სამხედრო საჰაერო-სადესანტო ჯარი", - ამბობს გაიდაი.