უკრაინამ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ორი რეაქტორის მუშაობის განახლების მცდელობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორი რეაქტორის მუშაობის განახლების მცდელობა დაიწყო. ინფორმაციას Reuters რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე სტარუხის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ქარხნის მეექვსე რეაქტორი მუშაობს 10%-იანი სიმძლავრით, ხოლო მეხუთე რეაქტორი მუშაობის განახლების პროცესშია.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ელექტროქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ქარხანა ორჯერ გაითიშა ხუთშაბათს, როდესაც ხანძარმა დააზიანა მეოთხე და ბოლო კავშირი ქარხნის რეაქტორებთან. კიდევ სამი ხაზი უკვე დაზიანებული იყო  ომის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი