
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ კადიივკაში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს. მისი თქმით, ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო.
"დროებით ოკუპირებულ კადიივკაში, ლუგანსკის რეგიონში, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რაშისტების ბაზა, რომელიც მათ სასტუმრო დონბასში ჰქონდათ მოწყობილი. ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის 200 სამხედრო-სადესანტო ჯარისკაცი. გაგრძელება იქნება" - წერს გაიდაი.