"ფრონტის ხაზზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას სავალდებულო ევაკუაცია სჭირდება" | ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ფრონტის ხაზზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას, სავალდებულო ევაკუაციის გაფართოებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ქალებთან, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად ევაკუაცია პრიორიტეტული იქნება აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონის ზოგიერთი რაიონიდან, ისევე როგორც სამხრეთ ზაპოროჟიესა და ნიკოლაივის რეგიონებიდან.

"მე არ ვსაუბრობ მთელ რეგიონებზე, მაგრამ ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს სავალდებულო ევაკუაციას და ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - თქვა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, მოსახლეობა რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგანანნთუ იქ დარჩებიან, ისინი დაიტანჯებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი