პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენია. ამის შესახებ პოდოლიაკმა The Hill-თან ინტერვიუში თქვა.

"პრეზიდენტ ზელენსკი ამის [მოლაპარაკებების] ნამდვილად წინააღმდეგია. ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია აქვს უკრაინელ საზოგადოებასაც, რადგან ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს", - თქვა მან.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას ხელახალი მობილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერი შეტევის განსახორციელებლად გამოიყენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი