უახლოეს მომავალში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ადამიანების გამოყვანა იგეგმება - ვერეშჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უახლოეს მომავალში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ადამიანების ევაკუაცია იგეგმება.

როგორც ვერეშჩუკმა განაცხადა, აგვისტოს დასაწყისში, იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათი უმეტესობა ბავშვები და ხანდაზმულები არიან. 

"რეგიონებიდან, სადაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, აგვისტოს დასაწყისიდან 10 000 ადამიანის ევაკუაცია მოვახერხეთ, უმეტესად ეს დონბასის რეგიონს ეხება. მათი მესამედი ბავშვები და ხანდაზმულები არიან. მთავრობა ევაკუაციის პროცესს, ადამიანების უსაფრთხოებას, ასევე მათ ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში ადამიანების გამოყვანა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან იგეგმება", - თქვა ირინე ვერეშჩუკმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი