რუსეთმა გაერო-ს ბირთვულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეთანხმება დაბლოკა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დაბლოკა. რუსეთის გაღიზიანება იმ შეშფოთებამ გამოიწვია, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეში ყოველდღიურად მზარდი ბირთვული საფრთხეების გამო გამოთქვა. 

ერთობლივ შეთანხმებას ხელს 151 ქვეყანა აწერს. განცხადების მიღების მიზნით ნიუ-იორკში გაეროში 151 ქვეყანას შორის ოთხკვირიანი დებატები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება 1968 წელს გააფორმეს და 1970 წელს შევიდა ძალაში.

დოკუმენტის თანახმად, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები განიარაღების პირობას დებენ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, პირობას დებენ, რომ არ შეიძენენ მათ. ბირთვული რისკების შემცირების და მთელ მსოფლიოში ბირთვული არსენალის გაფართოების შეჩერების მიზნით, ხელშეკრულებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი