
პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ს შეიძენს.
BBC-ს ინფორმაციით, შესაბამისი კონტრაქტი აშშ-ის თავდაცვის უწყებამ კომპანია Raytheon Co-სთან უკვე გააფორმა. საუბარია ექვსი ერთეული სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე.
სისტემების მიწოდების ბოლო თარიღად 2024 წლის 23 აგვისტოა განსაზღვრული.
ცნობისთვის, ვაშინგტონმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი დოლარი გამოუყო. აღნიშნული საზენიტო-სარაკეტო სისტემები ამ თანხიდან დაფინანსდება.