პუტინი ფულს მისცემს რუსებს, რომლებიც ომის გამო უკრაინიდან რუსეთში დაბრუნდნენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინიდან რუსეთში იძულებით წასული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების შემოღების თაობაზე.

განკარგულების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებსაც 18 თებერვლიდან იძულებით მოუწიათ რუსეთში წასვლა, თვეში 10 000 რუბლს მიიღებენ.

არსებული ინფორმაციით, თანხის მიღებას უკრაინისა და დროებით ოკუპირებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეები შეძლებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი