
პუტინის ბირთვული მუქარა სულ უფრო რეალური ხდება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ კრემლის დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი სამიზნეა. ბირთვულ ობიექტზე შეტევები არ წყდება, რადიაციის გაჟონვის საფრთხე კი ყოველდღიურად იზრდება. ზაპოროჟიეს ოლქში მოსახლეობას უკვე ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ რადიაციული ფონის ცვლილების შემთხვევაში. რიგდება იოდის შემცველი პრეპარატებიც. სიტუაციას ართულებს რუსეთის მორიგი პროვოკაციაც- პირველად 50 წლის განმავლობაში, ოკუპანტმა ქვეყანამ არ მოაწერა ხელი გაეროს დოკუმენტს, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ეხება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი