ბრიტანეთში, უკრაინელი ლტოლვილების 40%-ზე მეტი დასაქმდა

გამოქვეყნდა:

სტატისტიკური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ჩასული ათი უკრაინელი ლტოლვილიდან ოთხი უკვე დასაქმდა.

აპრილში, დიდ ბრიტანეთში მყოფი  უკრაინის მოქალაქეების 9% იყო დასაქმებული, აგვისტოს დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი  42%-მდე გაიზარდა. 

20 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში, 1132 უკრაინელი ქალი და მამაკაცი გამოიკითხა.

ზოგადად, უკრაინიდან დიდ ბრიტანეთში ორი პროგრამის ფარგლებში [ოჯახთან გაერთიანება და სახლი უკრაინელებისთვის] 100 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი