
უკრაინის დასახმარებლად, აშშ „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემების წარმოების გაზრდას გეგმავს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდაცვის მდივნის მოადგილემ, უილიამ ლაპლანტმა HIMARS-ისა და GMLRS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და შესაბამისი განცხადებაც იქ გააკეთა:
”რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ჩვენ ვმუშაობთ ინდუსტრიასთან კრიტიკული იარაღისა და სისტემების წარმოების დასაჩქარებლად. ეს მოიცავს დაფინანსებას მეტი აღჭურვილობის შესაძენად, პროდუქციის ხაზების გაფართოებისთვის და დამატებითი პერსონალის დაქირავებისა და სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობისთვის...
ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 400 მილიონი დოლარი, პენტაგონის საწყობებში HIMARS და GMLRS რაოდენობის აღსადგენად. გარდა ამისა, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოიყოფა წარმოების გაფართოებისა და დაჩქარებისთვის“, განაცხადა ლაპლანტმა.
პენტაგონის განცხადებით, თავდაცვის მდივნის მოადგილე სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანას მას შემდეგ ეწვია, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 3 მილიარდიანი სამხედრო დახმარებაზე გააკეთა განცხადება:
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან საჭიროებებზე და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, შეერთებულ შტატებს სურს ნახოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც აქვს საშუალება, შეაჩეროს და დაიცვას თავი შემდგომი აგრესიისგან“, - თქვა ლაპლანტმა.
იხილეთ ასევე: