თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს, ის აღარ იარსებებს - ლეიენი

გამოქვეყნდა:

ჩვენი მისია არის და უნდა იყოს, რომ აღვადგინოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს კონტინენტზე. მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ უკრაინის მხარეს კრემლის აგრესიის დაწყების დღიდან. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იარსებებს. ამიტომ დღეს მშვიდობისთვის დგომა, ნიშნავს უკრაინელ ხალხთან დგომას. უკრაინელები იბრძვიან დემოკრატიისთვის, თვითგამორკვევისთვის, ადამიანის ღირსებისთვის. უკრაინელები იბრძვიან მათი გადარჩენისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში ბოლო სიტყვას ბოროტება ვერ იტყვის.

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი