ოფიციალური ვაშინგტონი გაფრთხილების და მკაცრი გზავნილების რეჟიმინიდა სანქციებზე გადავიდა - ამერიკის კონგრესი ივანიშვილის ხელისუფლებას პირდაპირ მითითებებს აძლევს. ეს არის გზავნილი, რომელიც ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი "ოცნების" ხელისუფლებას აღარ ენდობა.
პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა უპრეცენდეტო კანონპროექტი დაარეგისტრირა. საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე დამტკიცებული 132 მლნ დოლარიანი დახმარებიდან 15% აღარ გაიცება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, არ არის კორუფცია და დაცულია კანონის უზენაესობა.
ამ უმძიმეს პოლიტიკურ განაჩენს არა რჩევისა და წერილის, არამედ კანონპროექტის სახე აქვს, რომელსაც შემოდგომაზე შეიძლება კენჭი უყაროს. ამ შემთხვევაში დახმარების ეს ნაწილი გაიყინება და მას საქართველო ვეღარ მიიღებს.
ოპოზიციისთვის ეს ფაქტი დასტურია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიროების ნდობა საბოლოოდ დაკარგა. ისინი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.
ყველაზე მთავარი ამ კანონპროექტში არის კორუფციის ნაწილი, ვინაირად მისი არსებობის პირობებში ამერიკის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება ქვეყნის მოსახლეობამდე ვერ მიაღწევს.
აშშ არის საქართველოს მეგობარი, დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ყველა ვითარებაში ჩვენს უსაფრთხოებაზე და დემოკრატიას ეხმარებოდა, ოღონდ როდესაც ხედავენ, რომ თუნდაც ქართველი ხალხის ნების გამო მათთვის საკვანძო ქვეყნის მთავრობა ჩიხში შედის და ფუნდამენტურად უპირისპირდება მის პრინციპებს და პრაგმატულ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს მეგობარს, მაშინ ხდება ასეთი რაღაცეები, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი ფაქტობრივად სანქციების ტოლფასია.
ეს თანხის ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ, იმისთვის, რომ საქართველო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, დაიწყო გამოყოფილი დაფინანსებების შემციდება, - განმარტავს ჩუგოშვილი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები კვლავ ოპოზიციის სიცრუეზე აპელირებენ.
ეს არის ოპოზიციის სიცრუე, პირველი, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, აშშ-სთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, როგორმე იქნებ ჩვენ ქვეყანას ზიანი მიადგეს, დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.
მისი თქმით, ამ საქმში "ფრონტერას ხელიც იგრძნობა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ნახვა ნებისმიერ მსურველს ამერიკის კონგრესის ვებ გვერდზე შეუძლია.