შვედეთი უკრაინას დამატებით $93.8 მილიონით დაეხმარება, $46.9 მილიონი სამხედრო მიმართულებისაა

გამოქვეყნდა:

შვედეთის პრემიერმინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდ შვედურ კრონას (93.8 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. დახმარება მოიცავს, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიმართულებებს.

დახმარების პაკეტიდან, თანხის ნახევარი - 500 მილიონი კრონა ($46.9 მილიონი), გამოყოფილი იქნება სამხედრო დახმარებისთვის.

"საზღვრები არასოდეს უნდა იცვლებოდეს ძალით, ან ომით. ჩვენი მოვალეობა და პატივია, თქვენი მხარდაჭერა", - თქვა ანდერსონმა სტოკჰოლმში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა უკრაინისთვის ჰაუბიცების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მეტი ჭურვების მიწოდების შესახებ: "სანამ ომი გაგრძელდება, ჩვენ ვითხოვთ მეტ იარაღს გასაგები მიზეზების გამო - უკრაინის დასაცავად, მაგრამ ასევე მთელი ევროპის დასაცავად" - აღნიშნა კულებამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი