უკრაინისთვის ევროკავშირის საზღვრებზე მარცვლეულის ტერმინალების აშენება აუცილებელია - USPP

გამოქვეყნდა:

უკრაინას ევროკავშირის საზღვრებზე, მარცვლეულის შესანახად დროებითი ტერმინალები სჭირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირი ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ​უკრაინელ მწარმოებლებს ახალი მოსავლის შესანახად საკმარისი სიმძლავრე არ ექნებათ და აუცილებელია მარცვლეულის ტრანსპორტირების დაჩქარება.

გარდა ამისა ორგანიზაციის ინფორმციით, მარცვლეულის ტრანსპორტირების მოცულობა "მწვანე დერეფნებით" მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად დაბალია.

ცნობისთვის, ახლა უკრაინაში 10-დან 15 მლნ ტონამდე მარცვლეულისა და ზეთის თესლის შესანახი საწყობების დეფიციტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი