
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინელებისა და ევროპელების დასაშინებლად იყენებს, რადგან შემდეგში ისინი დააშანტაჟოს.
"კიდევ ერთხელ დააკვირდით სიტუაციას ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე. რატომ აკეთებს ამას რუსეთი? რატომ აკეთებს რუსეთი რადიაციულ შანტაჟს? იგივე მიზანი, აბსოლუტურად ცინიკური, აბსოლუტურად გათვლილი - უკრაინელების დაშინება, ყველა ევროპელის დაშინება. შანტაჟი და იძულება არის ზეწოლა იმისთვის, რომ რუს სახელმწიფო პროპაგანდისტებს და ჩინოვნიკებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ თითქოს ეს არ იყო რუსეთის ბრალი, არამედ სხვამ შექმნა კიდევ ერთი კრიზისი და ამ სხვა ადამიანზე უნდა მოახდინოს გავლენა და სავარაუდოდ, სწორედ ამისთვის არის საჭირო კრემლთან მოლაპარაკება" - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის ველად გადაქცევა მოახერხა და ყველაფერს თანმიმდევრულად აკეთებს.
გარდა ამისა, ზელენსკი არანორმალურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟისთვის, როსატომის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არსებობს დამბლოკავი სანქციები.