
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევა და ბრძოლის ველიდან გაქცეული საოკუპაციო არმიის 109-ე პოლკი. დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში პირველი სტრატეგიული დასახლება გათავისუფლებულია.
უკრაინაში საბოლოო მარცხის მოახლოების ფონზე ვლადიმერ პუტინი საკუთარ გარემოცვაში რადიკალურ წმენდას იწყებს. თავდაცვის მინისტრი შოიგუ უკრაინის ომს აღარ ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის კრემლის დიქტატორს ერთადერთ იარაღად ბირთვული მუქარა რჩება.
კვლავ მძიმეა ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ევროპის ყველაზე სახიფათო ტერიტორიაზე ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტებს ელოდებიან, რომლებმაც უნდა შისწავლონ რამდენად მძიმეა ვითარება ელექტროსადგურზე, რომელიც მუდმივ რეჟმში იბომბება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი