CNN: უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ხერსონთან, 4 დასახლება, ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკე, ტომინა ბალკა და პრავდინე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია ღამით, რუსული პოზიციების დაბომბვით დაიწყო. შეტევის ძირითადი მიმართულება კი პრავდინზე იყო. 

​გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების სამხედრო მანქანებიც გაანადგურეს, ზოგი მათგანი კი ტყვედ აიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი