
უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვისას დაიღუპა 5 და დაიჭრა 7 ადამიანი. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, მტერმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე საარტილერიო იერიში მიიტანა. დაზიანებულია სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.