
ხერსონის შტურმში მონაწილე რუსი მედესანტე, პაველ ფილატიევი საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
ფილატიევი რუსეთიდან ტუნისის გავლით მას შემდეგ გაიქცა, რაც გაიგო, რომ რუსეთის ხელისუფლება მის დაჭერას აპირებდა.
ფილატიევი აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცების უმეტესობა არ უჭერს მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს, მაგრამ ეშინიათ ამაზე ხმამაღლა საუბრის.
ის ასევე ამტკიცებს, რომ მისი საავიაციო სადესანტო შენაერთი არ მონაწილეობდა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში.
მისივე თქმით, ის თუ საფრანგეთში თავშესაფარს მიიღებს, იმუშავებს უკრაინაში საომარი მოქმედებების მალე დასრულებაზე.
ცნობისთვის, აგვისტოში ფილატიევმა ყირიმი დატოვა და გამოაქვეყნა 141-გვერდიანი ტექსტი სოციალურ ქსელში, სადაც აკრიტიკებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას და გმობდა რუსი სამხედროების ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და პატიმრების მიმართ.