გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინაში | ბოლო ცნობები დროებით ოკუპირებული ხერსონიდან

გამოქვეყნდა:

უკრაინელების კონტრშეტევა სულ უფრო წარმატებულია. ხერსონის ოლქი თანდათან კიევის კონტროლის ქვეშ გადადის. ოკუპანტებმა უკვე დატოვეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება ახალი ვიდეომასალა რუსული არმიის პანიკური უკან დახევის შესახებ. პარალელურად უკრაინული არმია აგრძელებს ლოგისტიკური ობიექტების დაზიანებას - მდინარე დნეპრზე გადასასვლელი ხიდი მუდმივი თვდასხმების სამიზნეა.

ვლადიმერ პუტინი კი მოსკოვში როსგვარდიის მეთაურს ხვდება და უფრო მეტ აქტიურობას სთხოვს. რუსულ არმიას ახლა აშკარად სჭირდება სრული მხარდაჭერა - მათ შორის გასამხედროებული ორგანიზაციებისგან. სამხრეთის ფრონტზე პოზიციების შესანარჩუნებლად და წარუმატებლობის დასამალად კრემლმა შეტევის წამოწყება სცადა ხარკოვის მიმართულებით სადაც ქალაქის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი