"საჭიროა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწრაფო დემილიტარიზაცია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა დაინტერესებულია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს.

„ჩვენ გვსურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ გამონახოს შესაძლებლობა, ჩვენი სპეცსამსახურებისა და უსაფრთხოების დერეფნების წყალობით, მოხვდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვენდობით თქვენს ექსპერტებს“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჭიროა ატომური ელექტროსადგურის სასწრაფო დემილიტარიზაცია, რუსი სამხედროების გაყვანა, დემილიტარიზებული ზონის შექმნა და ელექტროსადგურზე კონტროლის უკრაინის სახელმწიფოსთვის გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი