კიევმა უცხოელი პარტნიორებისგან 17 მლრდ დოლარის დახმარება მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი მარჩენკომ, ეროვნული ტელემათონის ეთერში, უცხოელი პარტნიორების მიერ კიევისთვის გაწეული ფინანსური დახმარების მთლიანი ოდენობა დაასახელა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინა სხვა ქვეყნებიდან სულ დაახლოებით 30 მლრდ დოლარის მიღებას ელის, საიდანაც დაახლოებით 17 მლრდ უკვე მიღებულია.

"სექტემბერში ველოდებით კიდევ 1,5 მლრდ დოლარის საგრანტო დახმარებას შეერთებული შტატებისგან - ეს არის ბოლო ტრანში, სექტემბრისა და ოქტომბრის დასაწყისისთვის კი ჩვენ მივიღებთ მაკროფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან“, - განაცხადა მარჩენკომ.

როგორც Интерфакc-Украина განმარტავს, ევროკავშირის მიერ დაპირებული 9 მლრდ ევროდან კიევმა ჯერჯერობით მხოლოდ 1 მლრდ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი