CNN: აშშ უკრაინას კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კონტრშეტევისთვის იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა, რომლის მიზანიც რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის რეგიონების გათავისუფლება იყო, -  ინფორმაციას CNN 
თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინამ აშშ-ს კონტრშეტევისთვის განკუთვნილი იარაღი სთხოვა. ამერიკის შეერთბული შტატებმა კი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალა, საარტილერიო სისტემები და ჯაველინი მიაწოდა.

არსებული ინფორმაციით, იარაღის მიწოდება ბოლო 2 თვის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტის ფარგლებში განხორციელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი