გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო მისია კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევიდან  კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია,  როდის ჩავლენ ექსპერტები ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელსაც ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

ცნობისთვისმ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი, კიევში გუშინ ჩავიდა.

მისიის ძირითადი მიზნებია: დაზიანების შეფასება;უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა; საკადრო პირობების შეფასება; უსაფრთხოების გადაუდებელი ზომების განხორციელება. 

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება. რუსეთის არმიამ სადგური სამხედრო ბაზად აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი