ქვეყნის სამხრეთით  უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზი გადაწიეს - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტის ხაზი გადაწიეს.

ყოველდღიურ განახლებულ ინფორმაციაში დაზვერვა წერს, რომ სამხრეთით უკრაინა რუსეთის ჯარებზე შეტევას განაგრძობს. 

"უკრაინულმა ფორმირებებმა ფრონტის ხაზი გარკვეულ მანძილზე გადაწიეს, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით", - წერს დაზვერვა.

გარდა ამისა, დაზვერვა წერს, რომ  რუსეთი აგრძელებს უკრაინაში თავისი ჯარისთვის ახალი დამხმარე ჯგუფების ფორმირებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი