შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტს მიაწვდის

გამოქვეყნდა:

შვედეთის სამეფო უკრაინას სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტს მიაწვდის, - ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენ ლინდემი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

​მისი თქმით, ეს არის ბოლო პაკეტი, რომელსაც შვედეთის მთავრობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს და ის 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულებების საარტილერიო საბრძოლო მასალის გადაცემას ითვალისწინებს. 

 

შეგახსენებთ, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მოქალაქეებისთვის საბაზისო სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად დიდ ბრიტანეთში 120-მდე ინსტრუქტორი გაგზავნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი