"რუსეთს IAEA-ს ვიზიტის ჩაშლა სურს, რადგან ეშინია, რომ მსოფლიო სიმართლეს გაიგებს" | ერმაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლა სურს, რადგან ეშინია, რომ მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს 

"რუსეთმა დაბომბა ენერგოდარი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლა სურთ. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებები, რომელსაც ეშინია მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს. ყველაფერზე, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და ენერგოდარში ხდება, პასუხისმგებელი რუსეთია“, - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] მისიის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმავალი წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი