კიევის რეგიონში, ბუჩანსკის დასახლებაში რუსების მიერ ნაწამები კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

კიევის ოლქში, ბუჩანსკის დასახლებაში, რუსების მიერ ნაწამები კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ  ინფორმაციას უკაინული მედია, კიევის რეგიონის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილის სავარაუდო ასაკი 40-50 წელია, მას დაზიანებები კისერსა და ტანის არეში აღენიშნებოდა. 

"ხელები შეუკრეს, თავზე გადააფარეს და სიკვდილით დასაჯეს. ეს ადამიანი ოკუპანტების მიერაა ნაწამები. მისი ცხედარი რუსულ არმიის ყოფილ პოზიციებზე აღმოვაჩინეთ. გარდაცვლილის სავარაუდო ასაკი 40-50 წელია. დაზიანებები აღენიშნებოდა კისერსა და ტანის არეში. მოკლულს ჩექმები ეცვა და თან ჰქონდა სეიკოს საათი. თუ რამე ინფორმაციას ფლობთ მისი იდენტიფიცირების შესახებ, გთხოვთ აცნობეთ კიევის პოლიციას“, - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი