უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ვლადიმირ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმირ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სასამართლო ავრცელებს და წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები გაუყინეს. 

ცნობილია, რომ ევტუშენკოვს უძრავი ქონების 17 ობიექტი ჩამოერთვა, ასევე ოლიგარქების წილი რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში:

  • 42.09% შპს Elektrozavod-VIT-ში, ზაპოროჟიე
  • 59.2% შპს ITM-Ukraine-ში, კიევი
  • 59.2% შპს Smart Digital Solutions, კიევი
  • 42.09% შპს NTC ZTZ-Service-ში, ზაპოროჟიე
  • 34,21% სს "უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი", ზაპოროჟიე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი