სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ პუტინის ომი. 200 000 რუსი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ. მათი ოჯახებიც ამის წინააღმდეგ არაფერს ამბობენ, მოსახლეობა მთლიანად მხარს უჭერს ამ ომს. რუსების კარგ და ცუდებად დაყოფა შეუძლებელია. ჩვენთვის აუტანელია, რომ რუსების ერთი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში კლავს და აუპატიურებს, მეორე კი დასავლეთში უდარდელად ცხოვრობს, დასასვენებლად მიდის, დოლჩე ვიტა (ტკბილი ცხოვრება - რედ.). რუსულ საზოგადოებას სჭირდება ცივი შხაპი ტურისტებისა და სტუდენტებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესების სახით.
- განაცხადა უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა.