"რუსეთს არ ესმის მსოფლიოს სიტყვები, ამიტომ უკრაინას იარაღი სჭირდება" | ზელენსკი 

გამოქვეყნდა:

"რუსეთი ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე, ამიტომ უკრაინას სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა იარაღით, ჭურვებით და ფინანსებით", - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამბროსეტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და ურთიერთობების გაწყვეტა სწორედ იმ ქვეყანასთან, რომელიც რადიაციულ შანტაჟს მიმართავს.

"რუსეთს არ ესმის მშვიდობის სიტყვები, მაგრამ ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე... 
სიძლიერე ბიზნესშიც უნდა იყოს, განსაკუთრებით ევროპაში. ვერცერთი კომპანიის რეპუტაცია ვერ გაუძლებს რადიაციულ დაავადებებს. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტოთ ურთიერთობა რადიაციულ შანტაჟზე წასულ ქვეყანასთან და ნუ დაელოდებით კატასტროფებს“, - ამბობს ზელენსკი.

მისვე თქმით, პუტინის ომი რუსული რაკეტებით ურტყამს უკრაინის მიწას და ყოველდღე უდანაშაულო ხალხს კლავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი