"ევროპის გაზის საწყობები თითქმის სავსეა, საშინელებათა ისტორიები ცივი ზამთრის შესახებ სისულელე აღმოჩნდა" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ გაზით შანტაჟი სისულელეა, რადგან სექტემბერი ახლა დაიწყო და ევროპის გაზის საწყობები უკვე თითქმის სავსეა.

პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმა ასეთია: თავისუფალი უკრაინა და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ევროკავშირი.

"​სექტემბერი ახლახან დაიწყო და ევროპის გაზის საწყობები თითქმის სავსეა. კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ რუსული საშინელებათა სიუჟეტები „ცივი ზამთრის“ შესახებ სისულელეა. ისევე როგორც ევროპის გაზით შანტაჟისა და სახლში წასვლის გეგმა. მაინც გეგმის მიხედვით მიდის, არა? როგორც ჩანს, გეგმა ასეთია: თავისუფალი უკრაინა და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ევროკავშირი", - წერს პოდოლიაკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი