
გაეროს სპეციალური მისიის მუშაობის მეორე დღე ენერგოდარში დასრულებულია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა ოკუპირებულ ელექტროსადგურზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა შეაფასეს და პირველი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
უმსხვილეს სტრატეგიულ ობიექტზე, რომელიც ევროპას რადიაციულ საფრთხეს უქმნის, გაეროს ჯგუფი მუდმივ რეჟიმში დააკვირდება. საერთაშორიო ექსპერტებმა დღეს საკუთარი თვალით ნახეს დაბომბილი ენერ-გოდარი სადაც ოკუპანტების მორიგი შეტევის შემდეგ ავარიულად გაითიშა ატომური სადგურის მე-5 ენერგო ბლოკი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი