
ФСБ-ს თანამშრომლები უკრაინული წარმოშობის პირებს ეძებენ, რათა მათ რუსეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები დააბრალონ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
"მოსკოვში, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს "фсб"-ს ოფიცრებად წარადგენენ და კარდაკარ ჩხრეკას ატარებენ”, - წერია უწყების განცხდებაში.
გარდა ამისა უწყების ცნობით, ФСБ-ს წარმომადგენლები, მოსახლეობას ეკითხებიან, ახლოს თუ ცხოვრობენ ან ბინას თუ ქირაობენ უკრაინელები. ისინი უკრაინაში რუსეთის ე.წ. "სპეცოპერაციის" შესახებ მოქალაქეთა შეხედულებებით ინტერესდებიან.
უკრაინის დაზვერვის თქმით, ამ მოქალაქეებს შესაძლოა დაბრალდეთ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობა, რომლებიც რუსეთში სპეცსამსახურების მიერაა ორკესტრირებული.