ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებაზე ერდოღანმა პუტინს შუამავლობა შესთავაზა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხში, თურქეთს შეუძლია უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი იყოს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შაბათს დილით შედგა. სატელეფონო საუბარი დაადასტურა თურქეთის მხარემაც.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთს შეუძლია შუამავლის როლი შეასრულოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, როგორც ეს იყო მარცვლეულის შეთანხმების შემთხვევაში", - AFP-ის ცნობით, ნათქვამი იყო თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისი არ აკონკრეტებს, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებაზე. თუმცა, ის განმარტავს, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ კომუნიკაციის გაგრძელებაზე.

კრემლის ვებგვერდზე ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ერდოღანის წინადადების შესახებ ინფორმაცია არ არის. ადმინისტრაცია წერს, რომ ერდოღანმა საუბრისას  აღნიშნა რუსეთის კონსტრუქციული როლი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურზე IAEA მისიის ორგანიზებაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო სტამბოლში 22 ივლისს მარცვლეულის შესახებ დადებულ შეთანხმებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი