
"უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებში“ მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ და ქონებაც ჩამოერთვათ" - ამის შესახებ ქვეყნის რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა ისაუბრა.
შეგხსენებთ, რომ უკრინის უსაფრთხოების სამსახურმა 26 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აქტიურად ამზადებს ფსევდორეფერენდუმს აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო "ანექსიის" შესახებ.