
უკრაინის პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი - ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შინაარსზე განცხადებას "ტვიტერით" ავრცელებს:
"სატელეფონო საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი მაკროფინანსური ტრანშის რაც შეიძლება მალე გამოყოფის საკითხი. მან ხაზი გაუსვა სანქციების მე-8 პაკეტის მომზადების აუცილებლობას, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას". წერს ზელენსკი.