რუსებმა 7 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთში - უკრაინის სახალხო დამცველი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველის დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან რუსეთმა 7 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. 

როგორც ლუბინეცმა აღნიშნა, უკრაინამ 51 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. 

"გვაქვს შესაძლებლობა რუსეთის მიერ არალეგალურად დეპორტირებული ბავშვების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღოთ. შევქმენით პლატფორმა და მას „ომის შვილები“ ვუწოდეთ. ჩვენი მონაცემებით, რუსებმა 7000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი შვილები ჩვენთან არ დაბრუნდნენ, შვილად აყვანის კანონმდებლობასაც კი გაამარტივებს. ეს არის  საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ნათელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ერის გენოციდს სჩადის. ერთი და იგივე ეროვნების ჯგუფის იძულებითი გადაადგილება გენოციდის პირდაპირი განმარტებაა. ჩვენ გვაქვს მექანიზმი ამ ბავშვების დასაბრუნებლად. ამ დროისთვის 51 ბავშვის დაბრუნება მოვახერხეთ. ეს არის მცირე რიცხვი, იმ რაოდენობასთან შედარებით რამდენი ბავშვის დეპორტაციას მოხდა", - თქვა დმიტრო ლუბინეცმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი